ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი ქუჩაში მასტურბირებდა
Aa
Aa

ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი ქუჩაში მასტურბირებდა

ჩრდილოეთ ირლანდიელი მოთამაშე, გევინ უაითი, სერიოზულ სკანდალში გაეხვა. საქმე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეხება. კადრებში ასახულია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფეხბურთელი, რომელიც ქალაქის ქუჩებში კომპანიონთან ერთად გადაადგილდება, მღერის და პარალელურად მასტურბირებს.

გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი გასულ უქმეებზე დაფიქსირდა. "ფლიტვუდთან" მოპოვებული ქულის შემდეგ, სადაც გევინმა 90 წუთი ითამაშა, იგი სამშობლოში დაბრუნდა და ქალაქის ქუჩებში ასეთ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა.

 

ფეხბურთელის ქმედების შესახებ მისმა კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. „ოქსფორდ იუნაიტედმა“ უაითის საქციელი სასტიკად დაგმო და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიელი მოთამაშე პასუხს აუცილებლად აგებს.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail სამართალდამცავებს დაუკავშირდა და მათგან კომენტარი მოითხოვა, თუმცა საინტერესო ვერაფერი მიიღო. პოლიციის წარმომადგენლები მოკლე პასუხით შემოიფარგლნენ და განაცხადეს, რომ საქმის დეტალური განხილვა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა უაითს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, ან 5000 ფუნტის ოდენობის ჯარიმა შეეფარდოს. გევინს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. მისი დებიუტი ისრაელის წინააღმდეგ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები