ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერი გამოიწვია
Aa
Aa

ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერი გამოიწვია

ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის მატჩრევანშს კრივის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. ხსენებული მებრძოლების პირველმა შერკინებამ გაცემული ავანსები გაამართლა, თუმცა ქომაგთა დიდი ნაწილის აზრით საკამათო შედეგით დასრულდა.

სამომავლო დაპირისპირებისთვის ბრიტანელმა ვარჯიში უკვე განაახლა. ფიური თავის მწვრთნელ ბენ დევისონთან ერთად ემზადება და არც ხმაურიანი განცხადებების გაკეთება ავიწყდება.

 

ტაისონმა BT Sport-თან საუბრისას უაილდერი კიდევ ერთხელ გამოიწვია და განაცხადა: „შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ! ზუსტად ისე, როგორც პირველი ბრძოლის წინ“!

„ომისთვის მზად ვარ! უაილდერ, ძმაო, მოდი ორთაბრძოლა გავმართოთ! ახლა ნუ ჩაი**ამ“.

ფიურისა და დეონტეის მატჩრევანში საკმაოდ რეალურია. როგორც ირკვევა ბრიტანელი მებრძოლის პრომოუტერი უაილდერის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს ყველაფერი კარგად დასრულდება.

"ნისლიან ალბიონზე" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელისთვის ენტონი ჯოშუასთან ჩხუბმა უკანა პლანზე გადაიწია. დეონტეი პრიორიტეტს ფიურისთან მატჩრევანშს ანიჭებს! უაილდერს სურს მეტოქე მიწასთან გაასწოროს!

ცხელი ამბები