ლოვრენი:
Aa
Aa

ლოვრენი: "სიტისთან" მარცხი არაფერს შეცვლის

პრემიერ ლიგის 21-ე ტური საკმაოდ საინტერესო და პრინციპული დაპირისპირებით დაიხურება. „ეტიჰედ სტედიუმზე“ ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდი, „სიტი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდება.

„მერსისაიდელები“ სატურნირო ცხრილს 54 ქულით ლიდერობენ და „ქალაქელებს“ 7 ქულით უსწრებენ. წარმატების შემთხვევაში „წითლები“ სანუკვარი ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

იურგენ კლოპის და პეპ გუარდიოლას შემდეგ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საკუთარი აზრი დეიან ლოვრენმა დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ შარშან ლიდერის როლში „სიტი“ იმყოფებოდა და „ენფილდზე“ გამართულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. წელს გუნდებმა როლები გაცვალეს და ხორვატმა ცენტრალური მცველი სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა.

„შარშან, როცა „მანჩესტერ სიტი“ „ენფილდზე“ ჩამოვიდა ამბობდნენ, რომ თუ გამარჯვებას მოვიპოვებდით ბევრი რამ შეიცვლებოდა. ბუნებრივია მსგავსი არაფერი მომხდარა და მოვლენები ახლაც ზუსტად ასე განვითარდება“.

„სიტისთან“ მარცხი არაფერს შეცვლის. მნიშვნელობა არ აქვს „ქალაქელებთან“ როგორ ვიასპარეზებთ. „ლივერპული“ ისევ იმავე საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარი დარჩება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები