მოსალოდნელი ტრანსფერი: რაბიოს
Aa
Aa

მოსალოდნელი ტრანსფერი: რაბიოს "ბარსელონაში" გადასვლა იანვარშივე შეუძლია

"პსჟ"-ს 23 წლის ნახევარმცველი ადრიენ რაბიო "ბარსელონას" ფორმით შესაძლოა იმაზე ადრე ვიხილოთ, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

ესპანური Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ფრანგი შუახაზელი შესაძლოა "კამპ ნოუზე" იანვარშივე ვნახოთ.

რატომ? როგორც ცნობილია რაბიომ "პსჟ"-ს ახალ კონტრაქტზე უარი განუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი 2019 წლის ზაფხულში კლუბს სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და პარიზელები მისგან სარგებელს ვერ ნახავენ.

როგორც ჩანს, "პსჟ"-ს არაფერს 5 მილიონი ევრო ურჩევნია. დიახ, სწორედ ამდენს ითხოვს საფრანგეთის ჩემპიონი და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ რაბიოს იანვარშივე შეელიოს.

"ბარსამ" რაბიოს აგენტს კლუბის მიერ შეთავაზებული პირობები უკვე გააცნო. კატალონიელები ფეხბურთელს 6 წლიან კონტრაქტსა და წლიურად 10 მილიონიან ანაზღაურებას სთავაზობენ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 1 იანვარს იხსნება და შესაძლოა რაბიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი პირველი გარიგება იყოს.

"ბლაუგრანას" ნახევარდაცვაში პრობლემები ნამდვილად არ აწუხებს, თუმცა კიდევ ერთ და საკმაოდ მრავალფეროვან შუახაზელზე უარს არ იტყვიან.

ვნახოთ რა მოხდება 2-3 დღის შემდეგ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები