მატიჩი:
Aa
Aa

მატიჩი: "პოლ პოგბას მეტი შეუძლია"

ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შესანიშნავად გამოიყურება. „წითელი ეშმაკები“ შეტევაში ბრწყინვალედ ასპარეზობენ და გოლი გოლზე გააქვთ. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ჯერ „კარდიფი“ გაანადგურა, ხოლო შემდეგ „ჰადერსფილდის“ წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„მანჩესტერის“ წარმატებული თამაში დიდწილად პოლ პოგბას დამსახურებაა. ეს უკანასკნელი გუნდის უდავო ლიდერია და „კარდიფთან“ ორი შედეგიანი გადაცემა, ხოლო „ჰადერსფილდთან“ დუბლი მიითვალა.

ფრანგი ნახევარმცველის წარმატებულ სვლას მისი თანაგუნდელი, ნემანია მატიჩი, გამოეხმაურა. „იუნაიტედის“ საყრდენი დარწმუნებულია, რომ პოგბას დიდი პოტენციალი აქვს და სერიოზული პროგრესის მიღწევა შეუძლია.

მატიჩმა საკუთარი პოზიცია ბრიტანული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: „წარსულში რამდენჯერმე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოგბა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მას მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, თუ კარგად თამაშობს“.

„ჰადერსფილდის წინააღმდეგ პოლმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ვფიქრობ გაცილებით მაღალ დონეზე ასპარეზობის პოტენციალი აქვს. მომდევნო მატჩებში იგი საკუთარ თავში უფრო მეტად იქნება დარწმუნებული, მაგრამ აუცილებელია იცოდეს, რომ ეს ყველაფერი მისი მაქსიმუმი არაა და პროგრესის მიღწევა შეუძლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები