Aa
Aa

კაჭარავას შედეგიანი სერია გრძელდება - 4 გოლი უკანასკნელ 3 შეხვედრაში

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ''ანორთოსისისა'' და ''პაფოსის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''ანორთოსისის'' სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კაჭარავამ ითამაშა და 23-ე წუთზე გოლი გაიტანა. კაჭარავას გოლით ანგარიში 1:1 გახდა. შესვენების შემდეგ გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს.

75-ე წუთზე მოედანზე კაჭარავას თანაგუნდელი ბექა მიქელთაძე გამოჩნდა.

კაჭარავამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი კარის ძელს მოხვდა.

 

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო 2 შეხვედრაში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 2 გოლია. გარდა ამისა  ''ცხინვალის'' ყოფილმა მოთამაშემ კვიპროსის თასზე დუბლი შეასრულა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ანორთოსისი'' 20 ქულით მე-4 ადგილზეა.

ფოტო: anorthosisfc.com.cy

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები