Aa
Aa

"ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ პოგბამ იანვარში იუნაიტედი დატოვოს"

ცნობილმა ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ ინსმა, რომელიც ამჟამად BT Sport-ზე მუშაობს, "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ამაში მთავარ დამნაშავედ ჟოზე მოურინიო გამოიყვანა.

"უკვე ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ პოგბამ იანვარში იუნაიტედი დატოვოს და როგორც ჩანს, ის აქ აღარც არის. ეს სირცხვილია, იმიტომ, რომ იგი მსოფლიო დონის მოთამაშეა".

ინსმა საუბარი მოურინიოს მისამართით განაგრძო.

"თქვენ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, იუნაიტედში გუნდის ლიდერები რატომ ვერ აჩვენებენ თავის შესაძლებლობებს?

ალექსის სანჩესი სრულიად სხვა მოთამაშე იყო, როდესაც არსენალში თამაშობდა. პოგბაც იუვენტუსში გაცილებით კარგად თამაშობდა, ვიდრე აქ.

ამჟამად ფეხბურთელები გუნდის სათამაშო სტილში ვეღარ ჯდებიან. ისინი თამაშის სტილში უნდა ჯდებოდნენ და არა შესაბამისობაში.

პოგბა ეძებს გუნდს, რომელიც მისი სახლი გახდება. მან ის იუნაიტედში ვერ იპოვა. ყველაზე ნაკლებად რისკის შემცველი ნაბიჯი იუვენტუსში დაბრუნება იქნება.

მას ორი ვარიანტი ექნება - დაბრუნდეს უკან იუვეში, ან გადავიდეს მილანის ინტერში".

რაც შეეხება პოგბას ვარიანტებს, "იუვენტუსი" უდაოდ ნომერ პირველი არჩევანი გახლავთ, რაც შეეხება "ინტერს", ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პოგბას შეძენის სურვილს ტურინელებთან ერთად "ბარსელონა" და "პსჟ" გამოთქვამენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები