Aa
Aa

"ეს არასწორია"! - მოდრიჩმა დუმილი დაარღვია და რონალდუ და მესი გააკრიტიკა

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა sportske.jutarnji.hr-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ თემაზე ისაუბრა.

ყველაზე საინტერესო კომენტარი მოდრიჩმა ოქროს ბურთის შესახებ გააკეთა და არც რონალდუსა და მესის გაკრიტიკებას მოერიდა.

"ჩემთვის ყველაფერი მარტივად არის - რონალდუ და მესი არის ორი ფენომენი, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში დომინირებდნენ.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელის სათამაშო ხარისხზე და შესაძლებლობებზე და ოქროს ბურთს მხოლოდ ამ კრიტერიუმებით გადავცემთ, ამ შემთხვევაში ჯილდოსთვის მხოლოდ მესი და რონალდუ იბრძოლებენ.

როგორც ვიცით, ოქროს ბურთს კონკრეტულ სეზონში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გადასცემენ. ამას მწვრთნელები, ლეგენდარული ფეხბურთელები და აკრედიტირებული ჟურნალისტები გადაწყვეტენ. თუ ისინი ახლა შეცდნენ, ესეიგი გამოდის, რომ ყოველთვის ცდებოდნენ?

ყველა ადამიანი საუკეთესოს თავისი შეხედულების მიხედვით ასახელებს. ჩემი თანაგუნდელები მე მხარში დამიდგნენ.

არ შეიძლება იმ აზრის დაშვება, რომ ვინც ხმის მიცემის პრივილეგიას ფლობს, 10 წლის განმავლობაში ნდობას იმსახურებდნენ და ახლა, როცა ხმა მე მომცეს იმწამსვე თაღლითები და მატყუარები გახდნენ.

ის რაც მოხდა არასწორია. ფეხბურთისა და ქომაგების მიმართ არასწორი მოპყრობაა".

მოდრიჩმა მესისა და რონალდუს ცერემონიაზე არყოფნის თემაზეც ისაუბრა და როგორც უკვე აღვნიშნეთ მათ გაკრიტიკებას არ მოერიდა.

"არ ვიცი, რატომ არ იყვნენ ისინი ცერემონიაზე. ეს მათი საქმეა. ისე გამოდის, რომ რონალდუსა და მესისთვის პრიზები ღირებული მხოლოდ მაშინ არის, როდესაც თავად იღებენ.

ეს არასწორი დამოკიდებულება გახლავთ ფეხბურთის მიმართ, ქომაგების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ ვინც მათ ბოლო 10 წლის მანძილზე ხმას აძლევდა".

ქომაგების დიდი ნაწილი და ასევე პროფესიონალებიც მოდრიჩის ოქროს ბურთს დაუმსახურებლად მიიჩნევს, თუმცა ხორვატს ბევრი მომხრეც ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები