რონალდუმ დანაშაული აღიარა! იანვარში მადრიდში სასამართლოს წინაშე...
Aa
Aa

რონალდუმ დანაშაული აღიარა! იანვარში მადრიდში სასამართლოს წინაშე...

ორშაბათი, 2019 წლის 14 იანვარი - ამ დღეს მადრიდში კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო პროცესი შედგება.

ესპანური AS-ის ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დანაშაული აღიარა. საქმე ეხება რონალდუს "რეალში" ყოფნის დროინდელ ბრალდებას - გადასახადების გადაუხდელობა.

მადრიდის სასამართლო კრიშტიანუს უკვე წლებია 14.7 მილიონ ევროს ედავება და როგორც ხედავთ რონალდუმ უკან დაიხია და დანაშაული აღიარა.

"იუვენტუსის" შვიდიანს სასამართლო საგადასახადო დარღვევის 4 შემთხვევაში ცნობს. ფულადი ჯარიმის გარდა რონალდუს 2 წლიანი პირობითი პატიმრობაც მიესჯება.

რონალდუმ ხსენებული თანხის უდიდესი ნაწილი 13.4 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა და ეს 2018 6 აგვისტოს მოხდა, თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე არ წარმსდგარა.

კრიშტიანუს ადვოკატი ხოსე ანტონიო ცდილობდა, რომ პირობითი 2 წლიანი პატიმრობა 375 ათასი ევროს ჯარიმით შეეცვალა, თუმცა უარი მიიღო.

ამრიგად, რონალდუ მადრიდში ჩავა და სასამართლოს წინაშე წარსდგება, რის შემდეგაც მას დამნაშავედ ოფიციალურად ცნობენ.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ორიდან ერთი ბრძოლა უკვე დათმო. მეორე მათგანი როგორც მოგეხსენებათ სექსუალურ ძალადობას ეხება, რომლისთვისაც ამერიკის სასამართლოში სარჩელი კეტრინ მაიორგას ადვოკატებმა უკვე შეიტანეს და გამოძიებაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება გადასახადების გადაუხდელობას, ეს ფეხბურთელებში გავრცელებული რამ გახლავთ. იგივე ბრალდება წარედგინათ ლეო მესის, ლუკა მოდრიჩს, ფაბიო კოენტრაოს, რადამელ ფალკაოსა და კიდევ არაერთ ფეხბურთელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები