Aa
Aa

"რაც მესის აქვს, ეს სხვას არავის აქვს" - პირესმა მესისა და დემბელეს შესახებ ისაუბრა

ლონდონის „არსენალის“ ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა ესპანურ Mundo-სთან ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უნიკალურია.

„თუ, ის ისევე ითამაშებს როგორც ესპანიოლის წინააღმდეგ, მაშინ მისი შეჩერება წარმოუდგენელი იქნება. ეს დაუჯერებელი იყო.

მე მითამაშია ზიდანთან, ანრისთან, რიკელმესთან, რონალდინიოსთან და რონალდუსთანაც, მაგრამ რაც მესის აქვს, ეს სხვას არავის აქვს.

არ ვიცი ითვლება თუ არა მესი ისტორიის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა ვფიქრობ მას ბევრი ნამდვილად არ უკლია“.

პირესმა საუბარი უსმან დემბელეს შესახებ განაგრძო, რომლის ირგვლივაც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.

„დემბელე ძალიან მომწონს. მესის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ და ეს ნორმალურია, თუმცა უსმანი მოედანზე იმას აკეთებს, რასაც ჩვენ ბავშვობაში ვაკეთებდით.

დემბელემ დისციპლინას უნდა მიხედოს, თუმცა ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. იგი, რომ 27 წლის იყოს, მაშინ ეს პრობლემა იქნებოდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე მისი ასაკი 21 წელია.

დემბელეს ტალანტი „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაში დაეხმარება.

მას ნეიმარში არ გავცვლიდი, რადგან ის მხოლოდ 21 წლის არის, ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს და ბურთთან ერთად ჭკვიანურად მოქმედებს.

მისი პოტენციალი უზარმაზარია, იმაზე დიდია რაც ჩვენ აქამდე ვიხილეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები