კოვაჩი: ''აიაქსის'' გოლი თამაშის წესის დარღვევით გავიდა''
Aa
Aa

კოვაჩი: ''აიაქსის'' გოლი თამაშის წესის დარღვევით გავიდა''

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ''აიაქსისა'' და ''ბაიერნის'' შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. მიუნხენური გრანდის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის აზრით ''აიაქსის'' მესამე გოლი თამაშის წესის დარღვევით გავიდა.

‘‘ვიობერის წითელი ბარათი სრულიად სამართლიანი იყო, რადგან მან უყურადღებოდ ითამაშა. ასევე სამართლიანი იყო მსაჯის გადაწყვეტილება ტომას მიულერთან მიმართებაში. მსაჯი ორივე შემთხვევაში სწორად მოიქცა. რაც შეეხება მატჩის უკანასკნელ გოლს, მე არ ვარ მსაჯი, მაგრამ ვფიქრობ რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო.

ორივე გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და შესანიშნავი ასპარეზობა ვიხილეთ.

გვსურდა მეტოქისთვის კონტრშეტევების განვითარების საშუალება არ მიგვეცა, სწორედ ამიტომ ოდნავ დაცვითი სტილის ფეხბურთი ვითამაშეთ, რის გამოც  ''აიაქსმა'' პირველ ტაიმში მხოლოდ 1 თუ 2 კონტრშეტევა განახორციელა. პირველი გოლი დამსახურებულად გავიტანეთ, თუმცა შემდეგ მარტივ ვითარებებში ბურთს ვკარგავდით და მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობა მივეცით.’’

''აიაქსი'' მარცხისგან არგენტინელმა ტალიაფიკომ იხსნა, რომელმაც გოლი მეორე ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე გაიტანა. კოვაჩის აზრით აღნიშნული გოლისას არბიტრს თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაეფიქსირებინა.

მთავარმა მსაჯმა 67-ე წუთზე ''აიაქსის'' ფეხბურთელი ვიობერი გააძევა, 75-ე წუთზე კი ''ბაიერნის'' შემტევი - ტომას მიულერი.

E ჯგუფში ''ბაიერნი'' პირველ ადგილზე გავიდა, ''აიაქსმა'' კი 12 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა.

იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები