Aa
Aa

"თუ ასე გააგრძელებს, ტოპ კლუბში მისი ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად ჩავთვალოთ"

გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ საუბრები არ წყდება. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართველის მიმართ ინტერესს ბევრი გრანდი და მაღალი დონის კლუბი იჩენს.

„გენტი“ გეგმავს, რომ ჩაკვეტაძე სეზონის ბოლომდე თავის რიგებში დატოვოს და შემდეგ სარფიანად გაყიდოს, თუმცა ტრანსფერის იანვარში განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია.

ბელგიური გამოცემის Voetbalnieuws.be-ის ინფორმაციით, „რომა“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და იანვრისთვის ახალ მოთამაშეებს ბელგიასა და ჰოლანდიაში აკვირდება.

გამოცემა წერს, რომ რომაელებისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „გენტის“ ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ, რომლის გადაბირებით ასევე „ბარსელონა“, „დორტმუნდი“, „ტოტენჰემი“, „ლაციო“ და კიდევ ბევრი კლუბი ინტერესდება.

„ბელგიელები როგორც ჩანს ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავენ, თუმცა თუ ჩაკვეტაძე უახლოეს თვეებში ასე თამაშს გააგრძელებს, ზაფხულში ტოპ კლუბში მისი ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად ჩავთვალოთ“, ვკითხულობთ Voetbalnieuws.be-ზე.

წლევანდელ სეზონში ჩაკვეტაძის ანგარიშზე უკვე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები