დისკვალიფიკაცია და ხელფასის ჩამოჭრა -
Aa
Aa

დისკვალიფიკაცია და ხელფასის ჩამოჭრა - "ბარსამ" შესაძლოა დემბელე დასაჯოს

ესპანური Sport-ის ცნობით, „ბარსელონამ“ შესაძლოა უსმან დემბელე მკაცრად დასაჯოს.

ფრანგმა ფეხბურთელმა დისციპლინა კვლავ დაარღვია და ვარჯიშზე 2 საათით დაიგვიანა.

დემბელე წლევანდელ სეზონში ამას სისტემატურად აკეთებს და როგორც ჩანს მასთან დალაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

კლუბი ფეხბურთელის დასჯას გეგმავს და შესაძლოა 2-დან 10 დღემდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ.

დემბელეს ხელფასის 7%-იც ჩამოეჭრება. თუ კლუბი ჩათვლის, რომ დემბელეს ქმედება განსაკუთრებით მძიმეა, მას ერთ თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

„ბარსელონაში“ ამ დრომდე არ აქვთ გადაწყვეტილი დაიტოვებენ თუ არა დემბელეს. ფრანგის უკონტროლო ქმედებები და არასტაბილური ასპარეზობა გუნდის ხელმძღვანელობას ფეხბურთელისადმი ნდობას უკარგავს.

ბოლო შეხვედრებში დემბელე შესანიშნავად ასპარეზობს და მისმა გოლებმა „ბარსას“ უკვე 7 ქულა გადაურჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები