ჟოზე მოურინიო პოლ პოგბას:
Aa
Aa

ჟოზე მოურინიო პოლ პოგბას: "შენ ვირუსის მატარებელი ხარ, რომელიც"...

"ნისლიან ალბიონზე" ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბასთან დაკავშირებით სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. როგორც "The Sun" იუწყება "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "იუნაიტედის" ფეხბურთელების წინაშე პოგბას ვირუსის მატარებელი უწოდა, რომელიც გარშემომყოფებს აინფიცირებს.

აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანულ გაზეთს "მანჩესტერის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. მისი თქმით გასახდელში მოურინიომ პოგბას ასეთი სიტყვებით მიმართა: "შენ ჩაკეტილ ოთახში მყოფ ადამიანს ჰგავხარ, რომელსაც ვირუსი აქვს და სხვებს აინციფირებს".

"შენ კარგი თამაშის ჩვენებას არც კი ცდილობ. შენ თანაგუნდელებს და ქომაგებს პატივს არ სცემ და გარშემომყოფი კარგი და პატიოსანი ადამიანების მენტალიტეტს ანადგურებ".

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" "საუთჰემპტონთან" ფრედ, 2-2, ითამაშეს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები