ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის რეკორდების დამყარებას განაგრძობს
Aa
Aa

ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის რეკორდების დამყარებას განაგრძობს

„ბარსელონას“ სუპერვარსკლავმა, ლეო მესიმ, კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. „პსვ“-ს წინააღმდეგ გამართული მატჩის 61-ე წუთზე არგენტინელმა მეტოქე გუნდის კარის აღება შესანიშნავი დარტყმით მოახერხა და ჩემპიონთა ლიგაზე რიგით 106-ე გოლი გაიტანა.

  

ამ მაჩვენებლით „ბლაუგრანას“ შემტევმა კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო და ახლა ერთი კლუბის მაისურით აღნიშნულ ტურნირზე მასზე მეტი გოლი არავის აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „რეალში“ ყოფნისას ჩემპიონთა ლიგაზე 105 გოლი შეაგდო და ლიდერობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.

მესისთვის „პსვ“-ს წინააღმდეგ შეგდებული ბურთი წლევანდელ სეზონში მე-15 აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მინიმუმ 15 გოლის გატანას ლეო უკანასკნელი 13 სეზონია ახერხებს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიას, აქ 121 ბურთით კრიშტიანუ ლიდერობს. მეორე ადგილს 106 გოლით არგენტინელი სუპერვარსკლავი იკავებს, ხოლო მესამეზე რაული იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები