გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "მესის ლეიტენანტად ქცევამ "ბარსელონასთვის" ნათქვამი უარი განაპირობა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგმა ლიდერმა ანტუან გრიზმანმა Canal Plus-სთან საუბრისას მისი „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლა გაიხსენა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„ბარსელონასთვის უარის თქმა რთული იყო? დიახ, ძალიან. ბარსას შენი შეძენა სურს და ვიღაც გირეკავს, ესემესს გიგზავნის.

თუმცა მეორეს მხრივ თქვენ თამაშობთ გუნდში, რომელშიც შენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ და ამ გუნდს აქვს კარგი პროექტი შენს ირგვლივ.

ქვეცნობიერად მესის ლეიტენანტად (ჩრდილქვეშ) ყოფნამ ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა.

ჩემმა მეგობრებმა და კლუბის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ დავრჩენილიყავი. ისინი ჩემთან სასაუბროდ მოვიდნენ და გამოსასყიდი თანხა გაზარდეს.

მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაენახებინათ - ეს არის ჩემი სახლი და მე არ უნდა წავსულიყავი.

ეს ნამდვილად რთული დრო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით ჩემი მეუღლისთვის, რომელიც ღამის სამ საათზე გავაღვიძე, რომ ამ თემაზე მასთან მესაუბრა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები