ტოჩინოშინმა გამარჯვების გემო გაიხსენა! ქართველი ოძეკის დამაჯერებელი გამოსვლა
"კიუშუ ბაშოს" მე-8 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-3 მაეგაშირა რიუდანი იყო.
ქართველმა ოძეკმა ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ დამაჯერებლად იბრძოლა და ლამაზ სტილში იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
რიუდანი მიმდინარე ბაშოზე არადამაჯერებლად გამოიყურება და დღევანდელ ბრზოლამდე მოგება წაგებათა ბალანსი 2-5-თან ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინი რიუდანს დღეს პირველად დაუპირისპირდა. ლევანის ბალანსი უკვე 4-4-თან არის.
ტურნირის მე-9 დღეს "ტოჩის" მეტოქე კომოსუბი დაკაკეიშო იქნება, რომელიც "კიუშუ ბაშოზე" ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება და ამას მისი ბალანსიც ადასტურებს - 7-1-თან.
ტოჩინოშინი ტაკაკეიშოს სულ 5-ჯერ შეხვდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა.
ქართველმა ოძეკმა მხოლოდ 1 ბრძოლა მოიგო და 4-ჯერ დამარცხდა.