Fox Sports:
Aa
Aa

Fox Sports: "ბარსამ" "გენტთან" მოლაპარაკებები დაიწყო - ტრანსფერი იანვარში უნდა შედგეს!

გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით, რომ "ბარსელონა" ინტერესდება ამის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა ესპანური პრესა აქტიურად წერს.

ესპანური Sport-ისა და Marca-ს შემდეგ ჩაკვეტაძის შესახებ ამჯერად Fox Sports-ი წერს.

წყაროს ცნობით, "ბარსელონასა" და "გენტს" შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. კატალონიელები ქართველი ტალანტის შეძენას იანვარშივე გეგმავენ.

"ბარსა" ჩაკვეტაძის გამოსასყიდად მზადაა. თუ აქამდე 5 მილიონი ევრო სახელდებოდა, ამჟამად კატალონიელები 21 მილიონის სანაცვლოდ ქართველი შემტევის იანვარშივე შეძენას შეეცდებიან.

კატალონიელები უკვე დაესწრნენ ანდორა - საქართველოს მატჩს და ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ როგორც ჩანს მისი შეძენა გადაწყვიტეს.

დღეს ასევე მადრიდულმა Marca-მ დაწერა, რომ ჩაკვეტაძის შეძენით დაინტერესებული პირველი გრანდი მიუნხენის "ბაიერნი" იყო. "რეკორდმაისტერმა" თბილისის "დინამოს" 6 მილიონიც შესთავაზა, თუმცა უკვე გვიანი იყო. "გენტმა" ტრანსფერი სულ რაღაც მილიონ ნახევარ ევროდ დახურა.

ჩაკვეტაძისთვის ეს სწორი არჩევანი იყო. ის განვითარებას მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობდა. მას თავისი ადგილის საპოვნელად დრო დასჭირდა და სათამაშო დროც ეტაპობრივად მოიპოვა. ახლა ის "გენტის" შეუცვლელი მოთამაშეა.

ის ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და ეს მას ძალიან პერსპექტიულს ხდის. მიუხედავად ყველაფრისა მას აქვს მცირე დეტალები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. მაგალითად ის, რომ ჩაკვეტაძეს ახასიათებს ზეაქტიური თამაში, რაც მას მატჩის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები