ფლოიდ მეივეზერმა გადაწყვეტილება ისევ შეცვალა
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერმა გადაწყვეტილება ისევ შეცვალა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა, გულშემატკივრების გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტიდან ერთი კვირის შემდეგ, როგორც ჩანს მან გადაწყვეტილება ისევ შეცვალა და ახლა ყველაფერზე თანახმაა.

მეივეზერს ნასუკავასთან ბრძოლის კონკრეტული თარიღი და ადგილი არ დაუსახელებია, თუმცა TMZ-სთან საუბრისას რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.

 „ორთაბრძოლის ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებთ“.

„წესები?! დაპირისპირება კრივის წესებით ჩატარდება და ფეხით დარტყმა აკრძალული იქნება. ამ ბიჭის გარშემო 9 წუთის განმავლობაში ვიმოძრავებ და სანაცვლოდ სერიოზულ ჰონორარს მივიღებ. რა თქმა უნდა ეს ორთაბრძოლა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საგამოფენო დაპირისპირება იქნება“.

„გადაწყვეტილების შესახებ დიდხანს არ მიფიქრია. მართალია კარიერა დავასრულე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რინგზე გამოსვლა და დიდი ფულის შოვნა აკრძალული მაქვს“.

მეივეზერის პარალელურად ცლილებები იაპონური კომპანიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. RIZIN Fighting Federation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნობუიუკი საკაკიბარამ განაცხადა, რომ მეივეზერისა და ნასუკავას დაპირისპირება აუცილებლად შედგება და როგორც დაგეგმილი იყო ორთაბრძოლა 31 დეკემბერს გაიმართება.

ცხელი ამბები