აბჟანდაძეს დებიუტი სამოასთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 17 ნოემბერს სამოასთან გასამართი თიბისი რაგბის სერიების ტესტისთვის 23-კაციან განაცხადში სამი დებიუტანტი შეიყვანა თედო აბჟანდაძე მოედანზე პირველივე წუთებიდან გავა, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან.
საქართველო სამოას ავჭალის რაგბის სტადიონზე უმასპინძლებს და შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა „ავჭალის“ სტადიონისა და ფილარმონიის სალაროებში არის შესაძლებელი.
10 ნოემბერს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ნათამაშები შემადგენლობიდან მილთონ ჰეიგმა შერკინება უცვლელი დატოვა.
დებიუტანტების გარდა, სამოასთან მატჩი ღირშესანიშნავი კიდევ ოთხი ბორჯღალოსნისთვისაა: თამაზ მჭედლიძე სამოასთან 50-ე კეპს მოიხვეჭს, შალვა მამუკაშვილი მე-60-ეს, ხოლო სიჭინავასთვის და აფრასიძესთვის ეს მე-10 სანაკრებო თამაში იქნება.
