ზლატანი საუკეთესო ახალწვეულია! რუნი მეორეა!
Aa
Aa

ზლატანი საუკეთესო ახალწვეულია! რუნი მეორეა!

ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ის წლევანდელი სეზონის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელეს. შვედმა თავდამსხმელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს, უეინ რუნის და კარლოს ველას აჯობა.

ზლატანი „ლოს ანჯელეს გალაქსის“ რიგებს მარტში შეუერთდა და კლუბის მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა. იბრაჰიმოვიჩმა მეტოქე გუნდების კარის აღება 22-ჯერ მოახერხა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

MLS-ში საუკეთესო ახალწვეულის ვინაობა ცნობილი ხმისმიცემის შედეგად ხდება, რომელშიც მონაწილეობას კლუბების მმართველები, ჟურნალისტები და ფეხბურთელები იღებენ. როგორც გაირკვა ზლატანმა ხმების 36 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა რუნიმ 32 პროცენტი დაისაკუთრა, ხოლო მესამე პოზიციას კარლოს ველა დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და უეინ რუნი MLS-ის წლის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები