ზლატკო დალიჩმა ლუკა მოდრიჩი დაიცვა
Aa
Aa

ზლატკო დალიჩმა ლუკა მოდრიჩი დაიცვა

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ლუკა მოდრიჩს მხარდაჭერა გამოუცხადა. 52 წლის სპეციალისტის აზრით „რეალის“ საშინელი სტარტი მოდრიჩის ბრალი ნამდვილად არაა და მას სულ ტყუილად აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ „სამეფო კლუბი“ ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ადგილს იკავებს. „ლოს ბლანკოსმა“ ლა ლიგის წლევანდელი სეზონი საშინლად დაიწყო, მაგრამ გუნდის თავკაცის პოსტზე სანტიაგო სოლარის დანიშვნის შემდეგ ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო.

ჟურნალისტებთან საუბრისას დალიჩმა განაცხადა: „მოდრიჩს რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე. ლუკას მშვენივრად მოეხსენება, რომ რთული პერიოდი ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება. მან იცის, რომ ერთი წლის მანძილზე უმაღლეს დონეზე თამაშის შემდეგ იგივე ფორმას ვერ შეინარჩუნებს და ყოველთვის საუკეთესო ვერ იქნება“.

„როცა „რეალი“ აგებს განტევების ვაცად უცხოელ ფეხბურთელებს ასახელებენ და წარუმატებლობას მოდრიჩს, კროოსს ან რომელიმე სხვა მოთამაშეს აბრალებენ“.

„აქვე დავძენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა დღესდღეობით ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები