რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "იგუაინს არაფერი დაუშავებია...იმედი მაქვს მას მკაცრად არ დასჯიან"

სერია ა-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „სან სიროზე“ შედგა. „მილანმა“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის მიწურულს მსაჯმა მოედნიდან გონსალო იგუაინი გააძევა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა არბიტრის გადაწყვეტილებას ზედმეტად მკაცრი უწოდა.

იგუაინს გამოექომაგა მისი ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც სკაი სპორტ იტალიასთან საუბრისას შემდეგი განაცხადა:

 

„მე მას ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო, რადგან ის რისკავდა და შესაძლოა უფრო დიდი სასჯელიც მიეღო.

მას არაფერი დაუშავებია. ის უბრალოდ მარცხის გამო გაღიზიანებული იყო. ეს გასაგებიც არის. იმედი მაქვს იგუაინს მკაცრად არ დასჯიან.

გამარჯვებით ბედნიერი ვარ. მას შემდეგ რაც ნაპოლიმ თავისი შეხვედრა მოიგო, „სან სიროზე“ სამი ქულის აღებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა.

კარგად ვითამაშეთ, მე კი გატანა შევძელი და იუვეს დავეხმარე. გუნდმა კარგი სამუშაო გასწია და მილანთან რთული შეხვედრა მოიგო“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები