გატუზო
Aa
Aa

გატუზო "იუვენტუსთან" მატჩის წინ: "გვყავს მოთამაშე, რომელსაც რონალდუს შეჩერება შეუძლია"

"მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ "იუვენტუსთან" გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ Football Italia-სთან ისაუბრა.

"რინომ" რონალდუს ფაქტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელზე მეტად საფრთხეს ტურინელთა სხვა მოთამაშე წარმოადგენს.

"იუვენტუსი ნამდვილი ჩემპიონია. ისინი მრავალფეროვნები არიან და მათ უამრავი ძლიერი მხარე აქვთ.

დღს ევროპის მასშტაბით იუვენტუსი ბარსელონასთან ერთად უძლიერესი გუნდია.

ალეგრი ჯერ ჩემი მწვრთნელი იყო, ახლა კი ჩემი მეგობარია. ვიცი, რომ ჯერ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და ამის გაკეთებას ისეთი ადამიანებისგან ვაპირებ, როგორებიც ალეგრი და არიგო საკი არიან.

ჩვენ გვყავს კესი. ის ისეთივეა როგორიც მე ვიყავი, თუმცა იგი მოედნის სიღრმიდან თამაშში გაცილებით უკეთესია და მას რონალდუს შეჩერება შეუძლია.

ვინც ჩვენ აუცილებლად უნდა დავკეტოთ, ეს ლეონარდო ბონუჩია. იუვენტუსი მოძრაობას და გადაადგილებას სწორედ მისგან იწყებს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები