ალვეში:
Aa
Aa

ალვეში: "გუარდიოლასთან ერთად მუშაობა სექსზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს"

"პსჟ"-ს ამჟამინდელმა და "ბარსელონას" ყოფილმა განაპირა მცველმა დანი ალვეშმა ერთ-ერთ ინტერვიუში პეპ გუარდიოლა გაიხსენა და მასთან ერთად გატარებულ წლებზე ისაუბრა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საინტერესო საუბართან ერთად უარი ხუმრობაზეც არ თქვა და განაცხადა, რომ მას პეპთან მუშაობა სექსსაც ურჩევნია.

"გუარდიოლასთან მუშაობამ ძალიან ბევრი რამ მასაწავლა და გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი გამხადა. როცა ინტერვიუს დროს მეკითხებიან, თუ რომელი მწვრთნელია საუკეთესო ვისთანაც მიმუშავია, მე დაუფიქრებლად პეპს ვასახელებ.

გუარდიოლა მნიშვნელოვან მომენტებში შეუდარებელი იყო და მუდამ გენიალურობას ავლენდა. მან ყოველთვის ზუსტად იცის თუ რა უნდა გააკეთონ მისმა მოთამაშეებმა.

"ბარსელონაში" ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც მატჩები პეპმა მოიგო და არა რომელიმე კონკრეტულმა მოთამაშემ.

2017 წელს "სიტიში" გადასვლის რეალური შანსი მქონდა, მაგრამ ოჯახური გარემოებების გამო ტრანსფერი არ შედგა. ვწუხვარ, რომ პეპთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობა ვერ შევძელი.

გუარდიოლასთან ერთად მუშაობა სექსზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს".

ალვეშის ამ განცხადების შემდეგ არ დააყოვნა გუარდიოლას პასუხმა, რომელიც თავის ყოფილ შეგირდს აყვა და შემდეგი განაცხადა:

"მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სექსი მირჩევნია.

რატომ ამბობს ბევრი მოთამაშე, რომ ჩემთან ერთად მუშაობა მოსწონს? არ ვიცი, თუმცა შემიძლია ფეხბურთელების საკმაოდ დიდი სია მოგცეთ, რომლებიც საპირისპიროს იტყვიან".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები