ვენგერი
Aa
Aa

ვენგერი "მილანში" არ მიდის

ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში არსენ ვენგერის „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ ბევრი იწერებოდა. ფრანგი ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ „როსონერის“ მესვეურები გატუზოს მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ და მის ჩანაცვლებას ფრანგი სპეციალისტით გეგმავდნენ.

Be in sport-თან საუბრისას ვენგერი ამ საკითხს შეეხო და განაცხადა: „ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ეს ყველაფერი ცრუ ინფორმაციაა. რომელიმე გუნდთან კონტრაქტი რომ გამეფორმებინა, თქვენ აუცილებლად გეტყოდით, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა“.

„პრესაში გავრცელებულ ჭორებს ვერ გავაკონტროლებ, ერთადერთი, რისი მართვაც შემიძლია ჩემი ცხოვრებაა“.

„ვერ გეტყვით უახლოეს მომავალში რას გავაკეთებ, რადგან წარმოდგენა არ მაქვს. მომავალ წელს მწვრთნელობას აუცილებლად დავუბრუნდები მაგრამ სად სიმართლე გითხრათ არ ვიცი“.

„წინასწარ ნამდვილად ვერ ვიტყვი რას გავაკეთებ. არ მინდა მოგატყუოთ და ინფორმაციას ამიტომ ვერ გიზიარებთ. ახლა ორიენტირებული მხოლოდ BE in sport-ზე ვარ და დამერწმუნეთ, ეს ადვილი ნამდვილად არაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები