უეფამ თბილისი გამოარჩია
Aa
Aa

უეფამ თბილისი გამოარჩია

UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ 2021 წელს, უეფას ევროპა ლიგის ფინალი შესაძლოა თბილისში ჩატარდეს.

საქართველოს დედაქალის კონკურენტი ქალაქები სევილია და ვენაა.

ევროპული ფეხბურთის ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებას 15 თებერვალს მიიღებს.

იმ შემთხვევაში თუ თბილისი ეუროპა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი გახდება, შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.

2015 წელს თბილისმა UEFA-ს სუპერ თასს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა და საბოლოო ანგარიში ბარსელონას სასარგებლოდ 5:4 დაფიქსირდა .

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები