უეინ რუნის ჟოზე მოურინიოს
Aa
Aa

უეინ რუნის ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერის" სჯერა

„მანჩესტერის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ, „იუნაიტედის“ პრობლემებზე და გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.

„წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგაში მერვე ადგილს იკავებენ და ლიდერებს 9 ქულით ჩამორჩებიან. წლევანდელ სეზონში მოურინიო სათამაშო სტილის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს, მაგრამ „იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში დაუმარცხებელია და საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს.

უეინ რუნიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა „მანჩესტერის“ ფეხბურთელები ჟოზეს მხარს უჭერენ.

„ ახლა იუნაიტედს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, მაგრამ ჟოზე მოურინიო საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია და თუ ფეხბურთელები უკეთ ათამაშდებიან, ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება“.

„იმედი მაქვს „მანჩესტერი“ ჩვეული ფორმის დაბრუნებას, რამდენიმე თამაშის მოგებას და ცხრილის ზედა ნაწილში ადგილის დამკვიდრებას მალევე მოახერხებს. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს მინახავს ან მსმენია მოთამაშის შესახებ, რომელიც შეხვედრის ჩატარებაზე უარს მწვრთნელთან უთანხმოების გამო ამბობს“.

„ვფიქრობ პროფესიონალ ფეხბურთელს ასეთი რამ არ შეშვენის. შენ კლუბს, გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს პატივი უნდა სცე და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთო“.

„მიმაჩნია,რომ „იუნაიტედში“ არცერთი ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც ჟოზეს წინამძღოლობით თამაში არ სურს. დარწმუნებული ვარ ისინი მუდამ ბევრს მუშაობენ და პროგრესის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები