პეპ გუარდიოლამ ხულენ ლოპეტეგის მხარი დაუჭირა
Aa
Aa

პეპ გუარდიოლამ ხულენ ლოპეტეგის მხარი დაუჭირა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ, ხულენ ლოპეტეგის თანადგომა გამოუცხადა და მისი მომავლის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგი „ელ-კლასიკოში“ განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. „რეალის“ წარმომადგენლებმა მიღებული გადაწყვეტილება ორშაბათს გაასაჯაროეს და განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ხულენის კრიტიკაც შეინიშნებოდა.

„ტოტენჰემთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე გუარდიოლა ლოპეტეგის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა: „ხულენის გათავისუფლების გამო ძალიან ვწუხვარ. იგი ჩემი მეგობარი და საოცარი პიროვნებაა. „ბარსელონაში“ ერთად ვთამაშობდით და იმ დროიდან მოყოლებული შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს. ხულენს უახლოეს მომავალში დავურეკავ და არსებული სიტუაციის შესახებ დაველაპარაკები, თუმცა ფაქტია, რომ მისი შემთხვევა გამონაკლისი არაა, ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება“.

„ცუდი შედეგების ჩვენების ფონზე "ბარსელონას“ და "რეალის“ დონის კლუბებში სამსახურის შენარჩუნება ძალიან ძნელია. თუ ასეთ გუნდებში მუშაობა გსურს გამარჯვება აუცილებელია“.

“ფეხბურთში მეორე შანსს ყველა იღებს და დარწმუნებული ვარ გამონაკლისი არც ლოპეტეგი იქნება. ვფიქრობ, მას თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა და ხულენი საკუთარ მაღალ კლასს ზუსტად ისე დაამტკიცებს, როგორც ეს „პორტუში“ და ესპანეთის ნაკრებში გააკეთა. რა თქმა უნდა მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები