24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი წამებით მოკლეს
Aa
Aa

24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი წამებით მოკლეს

ბრაზილიური ''სან პაულუს'' 24 წლის ფეხბურთელი დანიელ კორეა მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით სპორტსმენის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება. სამართალდამცავთა განცხადებით, ეს იყო ძალიან ძალადობრივი ქმედება.

''გარდაცვლილს ყელის არეში ორი ღრმა ჭრილობა ჰქონდა. სხეული თითქმის დანაწევრებული იყო. მას გენიტალიები მოაჭრეს'' - აღნიშნულია ბრაზილიელ სამართალდამცავთა განცხადებაში. ამ ეტაპზე მკვლელობის მიზეზი უცნობია. სამართალდამცავები საქმეს იკვლევენ.

დანიელ კორეა ფრეიტასი ''ბოტაფოგოს,'' ''სან პაულუს,'' ''კორიტიბასა'' და ''პონტე პრეტას'' შემადგენლობაში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში ''სან პაულუმ'' ამპლუით ნახევარმცველი ''სან ბენტუში'' გაანათხოვრა.

''სან პაულუმ'' ფეხბურთელის ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები