ჰენდერსონი: „ლივერპულს“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასვლის შანსი არ დაუკარგავს
Aa
Aa

ჰენდერსონი: „ლივერპულს“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასვლის შანსი არ დაუკარგავს

„პრემიერ ლიგის“ 31-ე ტურში, ლონდონის „არსენალთან“ მარცხის შემდეგ, „ლივერპული“ პირველ ოთხეულს კიდევ უფრო დაშორდა. „მერსისაიდელები“ მე-4 პოზიციაზე მყოფ „სიტის“ 7 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მანჩესტერელებს ერთი თამაში თადარიგში აქვთ. მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, „ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი მიიჩნევს, რომ მის გუნდს „ჩემპიონთა ლიგაზე“ მოხვედრის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

 

„ჩვენ „არსენალთან“ დაპირისპირებამდეც ვიცოდით, რომ ოთხეულში მოხვედრა იოლი არ იქნებოდა, ახლა კი სიტუაცია გაცილებით რთულადაა. მიუხედავად ამისა, წინ კიდევ 7 მატჩია და ჩვენ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ „ლივერპული“ შვიდივე შეხვედრაში გამარჯვებას მოიპოვებს, საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ მომდევნო სეზონში „ჩემპიონთა ლიგაზე“ თამაშის საშუალებაც მოგვეცეს“ - განაცხადა ჰენდერსონმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები