ჯენარო გატუზო:
Aa
Aa

ჯენარო გატუზო: "ახლა კონცენტრირებული მხოლოდ გუნდში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ვარ"

„მილანს“ სერიოზული პრობლემები აქვს. „როსონერი“ მილანური დერბის წაგების შემდეგ ევროპა ლიგაზეც დამარცხდა და საქმე გაირთულა.

„მილანი“ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. მილანელებს სერია ა-შიც უჭირთ და 12 ქულით მეთორმეტე პოზიციას იკავებს.

გატუზოს შესახებ იტალიური პრესა აქტიურად წერდა, რომ მას მხოლოდ პოსტის შენარჩუნება სურდა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ჯენარო სწორედ ამ საკითხს შეეხო და განაცხადა:

„თქვენ გგონიათ, რომ ახლა საკუთარი ტრა*ის გადარჩენაზე ვფიქრობ? დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამსახურზე არ ვნერვიულობ და არც საკუთარი ტრა*ის გადარჩენის გზებს ვეძებ. ახლა კონცენტრირებული მხოლოდ გუნდში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ვარ, თუ რა თქმა უნდა კლუბის წარმომადგენლები მუშაობის გაგრძელების საშუალებას მომცემენ“.

„ადრეც აღვნიშნე და ვიმეორებ, წარუმატებელი შედეგების შემდეგ სანერვიულო ძალიან ბევრი მაქვს და პრობლემების გამოსწორება ჩემი მოვალეობაა. წინ ურთულესი სამუშაო მელის. გუნდის მიერ მიღწეულ ცუდ შედეგებზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები