ბარტომეუმ ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხა
Aa
Aa

ბარტომეუმ ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხა

რამდენიმე დღის წინ ესპანურ პრესაში ნეიმარის „ბარსაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ აქტიურად იწერებოდა. თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია „ბლაუგრანას“ ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კარდონერომ, უარყო. ახლა კი თავისი პოზიცია კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ხოსეპ ბარტომეუმ, დააფიქსირა.

„ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება გამორიცხულია. იგი ბარსაში არ გადმოვა და მისი გადმობირება არც „ბლაუგრანას“ სამომავლო გეგმებში შედის.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბის შიგნით არავის უსაუბრია და არც რაიმე სახის შეხვედრა გამართულა. ნეიმარს ბარსას არცერთი წარმომადგენელი დაკავშირებია. სიმართლე გითხრათ არ მოგვწონს ფეხბურთელები, რომლებიც გამოსასყიდს იხდიან და გუნდს ტოვებენ“.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბარტომეუ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩს და გუნდის ლიდერის, ლეო მესის ტრავმასაც შეეხო.

„ლეოს სარეაბილიტაციო პერიოდი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მესის გარეშეც საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ. მომავალი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მიზნის მისაღწევად მომზადება გვმართებს. დარწმუნებული ვარ ფეხბურთელებმა ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები