მარსელო
Aa
Aa

მარსელო "იუვენტუსში" გადადის?

Tuttosport-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ განაპირა მცველს მარსელოს გუნდის დატოვება და კარიერის ტურინის „იუვენტუსში“ გაგრძელება სურს.

30 წლის მარცხენა მცველს გუნდში არსებული სიტუაცია არ მოსწონს და მზადაა „ბებერ ქალბატონს ზაფხულის ნაცვლად იანვარშივე შეუერთდეს.

წყაროს ცნობით მარსელომ თავის აგენტს უკვე ყველაფერი აუხსნა და მალე ის „რეალს“ ყველაფერს ოფიციალურად გააცნობს.

ტურინელებს მარსელოს შეძენა აქამდეც სურდათ, თუმცა „რეალმა“ მოლაპარაკებებზე უარი თქვა.

მადრიდელთა რიგებში რთული სიტუაციაა და ხულენ ლოპეტეგის უახლოეს დღეებში თანამდებობის დატოვება ემუქრება.

ყველაფერი „ელ კლასიკოს“ შემდეგ გადაწყდება.

იტალიური გამოცემის თქმით, მარსელოს რონალდუსთან თამაში სურს და ისინი ამ საკითხს ერთმანეთთან ხშირად განიხილავენ.

ამრიგად, „რეალის“ დატოვების სურვილი პირველმა მარსელომ გამოთქვა და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები