მაურიციო სარი:
Aa
Aa

მაურიციო სარი: "ჟოზე პატივისცემას იმსახურებს"

„ლონდონის ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „არისტოკრატების“ გულშემატკივრებს ჟოზე მოურინიოს პატივისცემისკენ მოუწოდა. იტალიელი სპეციალისტის განცხადება შაბათს მომხდარი ინციდენტის გამოხმაურება გახლდათ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ პრინციპულ მატჩში „ლურჯებმა“ ანგარიში 96-ე წუთზე, როს ბარკლის გოლის წყალობით გაათანაბრეს. „არისტოკრატების“ სამწვრთნელო შტაბის წევრმა, მარკო იანიმ, გოლი ჟოზე მოურინიოს და „წითელი ეშმაკების“ სათადარიგო სკამის წინ აღნიშნა. ბუნებრივია ამან პორტუგალიელის გაბრაზება გამოიწვია და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟოზეს დამშვიდება სტიუარდებს მოუწიათ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მაურიციო სარიმ ხსენებული ინციდენტის შესახებ განაცხადა: „ლონდონის ჩელსიში მოურინიომ ბევრი ტიტული მოიგო და ვფიქრობ ლურჯების გულშემატკივრების პატივისცემას იმსახურებს. რაც შეეხება დაპირისპირებას, სიმართლე გითხრათ მოედანზე ყოფნისას ვერაფერი დავინახე. სიტუაციაში მატჩის შემდეგ გავერკვიე. ჟოზეს დაველაპარაკე და მან ყველაფერი ამიხსნა. მივხვდი, რომ ინციდენტი ჩვენმა არასწორმა ქმედებებმა განაპირობა. პორტუგალიელ სპეციალისტთან გამართული დიალოგის შემდეგ იანის გავესაუბრე და ყველაფერი მოვაგვარეთ“.

„იანი ჟოზესთან მივიყვანე და მან მოურინიოს ბოდიში მოუხადა. იმედი მაქვს ამით ყველაფერი დასრულდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები