Aa
Aa

"ბარსამ" ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო - კონტრაქტი, ფინანსური მხარე და ფაქტები

ნეიმარის „პსჟ“-დან წასვლის შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება და როგორც ჩანს საქმე საკმაოდ სერიოზულად არის.

როგორც Mundo წერს ბრაზილიელი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის დონით უკმაყოფილოა და ის მოტივაციის ნაკლებობას განიცდის.

ნეიმარს „კამპ ნოუზე“ დაბრუნება სურს და როგორც წყარო წერს, მან ამის შესახებ მის გარემოცვასაც აცნობა.

დღეს გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Cadena SER-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ბარსელონამ“ ნეიმარის დაბრუნებასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.

Football Espana-ს ინფორმაციით, ნეიმარსა და პარიზულ კლუბს შორის არსებობს შეთანხმება, რომ მოთამაშის სურვილის შემთხვევაში მას 2019 წელს კლუბის დატოვება 220 მილიონ ევროდ შეეძლება.

შეთანხმების თანახმად, 2020 წლისთვის თანხის ოდენობა დაიკლებს და ბუნებრივია ასეთი რამ "პსჟ"-ს გეგმებში არ შედის. ეს ყველაფერი ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

კატალონიელები ბრაზილიელი ფეხბურთელის უკან დაბრუნებას ოპტიმისტურად უყურებენ და მოლაპარაკებების დასაწყებად ეზადებიან.

თუ, გავითვალისწინებთ ფეხბურთელის სურვილსა და თანხის ოდენობას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საუბრები საკმაოდ რეალურია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნეიმარი ბარსელონას ხშირად სტუმრობდა და თავის ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად დროს ატარებდა.

ჭორებმა სათავე სწორედ აქედან აიღეს და დღეს უკვე ყველაფერი რეალურ სახეს იღებს.

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა მარსელო ბეხლერმა ეს ინფორმაცია თავისი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც დაადასტურა და დაწერა, რომ ბრაზილიელს პარიზის დატოვება სურს. მისი შეძენის რეალური მსურველები „ბარსა“ და „რეალი“ არიან, თუმცა მადრიდელთათვის პრიორიტეტს ედენ აზარის შეძენა წარმოადგენს, რომლისთვისაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში დიდი ხნის ოცნებაა.

კატალონიაში ესმით, რომ ნეიმარის უკან დაბრუნება ადვილი არ იქნება და ტრანსფერის განსაკუთრებით რთულ მხარეს ფინანსები წარმოადგენს.

დიდი ალბათობით, დაბრუნების შემთხვევაში ბრაზილიელს „ბარსაში“ გაცილებით ნაკლები ანაზღაურება ექნება, ვიდრე ამჟამად პარიზში იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები