Aa
Aa

ვიზიტი ოლიმპიურ სოფელში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიურ სოფელში  საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებმაც ბუენოს აირესში მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 1 ქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

 ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე გახდა.

 ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ქვეყნის სპორტსმენმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

2010 წელს სინგაპურში გამართულ პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური 84-ე ადგილი ერგო.

2014 წელს ჩინეთის ქალაქ ნანძინში ჩატარებულ მეორე ოლიმპიადაზე ჩვენმა დელეგაციამ 2 ვერცხლისა და 1 ბრიჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში 58-ე ადგილზე დაიკავა.

 

ცხელი ამბები