უსეინ ბოლტმა „ვალეტას“ უარი უთხრა
Aa
Aa

უსეინ ბოლტმა „ვალეტას“ უარი უთხრა

უსეინ ბოლტმა მალტის მოქმედი ჩემპიონის, „ვალეტას“, ორწლიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაცია იამაიკელი სპრინტერის აგენტმა დაადასტურა.

რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი დიდი ხანია საფეხბურთო კარიერის აწყობას ცდილობს. ბოლტი რამდენიმე თვეა ავსტრალიურ გუნდ, „ცენთრალ ქოუსთ მარინერსში“ იმყოფება და პარასკევს გამართულ ამხანაგურ მატჩში 2 გოლიც გაიტანა.

ავსტრალიის ჩემპიონატი სტარტს 19 ოქტომბერს იღებს. ბოლტის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული, თუმცა უსეინმა მალტაში გადასვლის წინადადებაზე მაინც კატეგორიული უარი თქვა.

„Omnisport“-თან საუბრისას ბოლტის იამაიკელის აგენტმა განაცხადა: „ბოლტის საკუთარ რიგებში ხილვა ბევრ გუნდს სურს. ჩვენ შემოთავაზებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებთ. განსხვავვება ისაა, რომ ბოლო წინადადების შესახებ მასმედიის წარმომადგენლებმა შეიტყვეს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლტი საკუთარი ოცნების ასასრულებლად მალტაში არ წავა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები