გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "მესი კონკურენტუნარიანი, სასტიკი ცხოველია"

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა პეპ გუარდიოლამ პრესასთან ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.
ესპანურ Mundo-სთან ინტერვიუში პეპმა მისი "ბარსელონაში" ყოფნის წლებიც გაიხსენა.

ლა მასია, ბარსა და ნოსტალგია

"ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. კლუბმა რომელმაც აღზარდა ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ვალდესი... ისინი ლა მასიაში მისვლისას მხოლოდ ბავშვები იყვნენ.

ეს ყველაფერი დეტალურად მახსოვს და რა თქმა უნდა ნოსტალგია მეუფლება.

მესი

რაც შეეხება მესის, ის კონკურენტუნარიანი, სასტიკი ცხოველია, რომელიც მის ირგვლივ მყოფებს თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში ეხმარება. მას წაგება სძულს, ის ისე თამაშობს როგორც ბავშვობაში. თუ, გუნდი მას აყვება, ლეო მოედანზე სხვაობას აუცილებლად შექმნის.

კრუიფის გავლენა

კრუიფი დაგვეხმარა, რომ ფეხბურთი სხვა მხრივ დაგვენახა. ჩვენ ვიგებდით და ის გვიხსნიდა, თუ რატომ ხდებოდა ეს.

მარცხის შემთხვევაშიც ასე ხდებოდა. მან ეს თამაში შეგვაყვარა.

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა და მისი ფავორიტები

ვფიქრობ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა ძალიან დაძაბული და კონკურენტუნარიანი იქნება. არ ვიცი შევძლებთ, თუ არ მის მოგებას. ფავორიტებად მაინც "რეალს", "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" დავასახელებ. ასევე უნდა ვახსენოთ "ატლეტიკოც", რომელიც ფინალში გასვლის შემთხვევაში საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

"რეალმა" რონალდუს სახით ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა და ეს მათ პრობლემებს შეუქმნის.

კილიან მბაპეს შესახებ

მბაპე ძალიან პირდაპირი, სახიფათო და ახალგაზრდა ფორვარდია. მასში სისწრაფე და ეფექტურობა იდეალურად არის შერწყმული. ის ყველაფერს ეფექტურად აკეთებს.

უახლოეს წლებში ის მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი იქნება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები