პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ედენ აზარი დაასახელეს
Aa
Aa

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ედენ აზარი დაასახელეს

ედენ აზარი საოცარ ფორმაში იმყოფება და ბელგიელმა შემტევმა პრემიერ ლიგის სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დამსახურებულად მოიპოვა. „ჩელსის“ ვარსკლავმა 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და მისი კარგი თამაშის წყალობით „არისტოკრატებს“ არცერთი მატჩი არ წაუგიათ.

აზარმა საუკეთესო შეხვედრა „კარდიფის“ წინააღმდეგ ჩაატარა და უელსურ გუნდს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

შეგახსენებთ, რომ ედენი ოქროს ბურთზე ნომინირებულ ფეხბურთელებს შორისაცაა, თუმცა დიდი ალბათობით ბელგიელი საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს ვერ დაისაკუთრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები