გრეგ პოპოვიჩის თანაშემწეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

გრეგ პოპოვიჩის თანაშემწეების ვინაობა ცნობილია

ამერიკის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვჩიმა, თანაშემწეები დაასახელა. „სან ანტონიოს“ ლეგენდარული თავკაცის ასისტენტებად სტივ კერი, ჯეი რაითი და ნეიტ მაკმილანი მოგვევლინებიან. აღნიშნული კვარტეტი ამერიკელებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაუძღვება.

სტივ კერმა "გოლდენ სტეიტთან" ერთად ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა. ჯეი რაითი ვილანოვას კოლეჯის საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელია. მან „უაილდქეთსთან“ ერთად საუკეთესოს სტატუსის მოპოვება 2016 და 2018 წლებში მოახერხა. რაც შეეხება ნეიტ მაკმილანს, ეს უკანასკნელი ეროვნულ გუნდში მაიკ კრჟიჟევსკისთან ერთად მუშაობდა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ა.შ.შ-ს საკალათბურთო ნაკრებს უკანასკნელი 76 თამაშია არ წაუგია. მათ ბოლო სამ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი დაიბევეს და მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები