ტიერი ანრი
Aa
Aa

ტიერი ანრი "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს?

ბრიტანული ტაბლოიდების ინფორმაციით ტიერი ანრი „ასტონ ვილას“ თავკაცის პოსტს ჩაიბარებს. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის თანაშემწედ კი ჯონ ტერი მოგვევლინება. გუშინ ამ უკანასკნელმა კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობისთვის 100 პროცენტით მზადაა.

„ასტონ ვილა“ საშინელ ფორმაში იმყოფება. ჩემპიონშიპში გუნდს 4 მატჩია არ მოუგია და 15 ქულით მეთხუთმეტე ადგილს იკავებს. ადგილობრივი გამოცემების ცნობით თუ ანრი და ტერი სამწვრთნელო შტაბს სათავეში ჩაუდგებიან კლუბის ხელმძღვანელობა მათგან მინიმუმ ექვსეულში შესვლას მოითხოვს.

ბოლო პერიოდში ტერი „ჩელსის“ ახალგაზრდული გუნდების სამწვრთნელი შტაბში მოღვაწეობდა და 19 წლამდელთა არისტოკრატების თავკაციც გახლდათ. ჯონმა შარშანდელი სეზონი „ასტონ ვილაში“ გაატარა და კლუბის შიდა სამზარეულოს მშვენივრად იცნობს. ტიერი ანრი მას საკუთარ თანაშემწედ სწორედ ამიტომ განხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები