მესი:
Aa
Aa

მესი: "ჩემპიონთა ლიგა მარწყვის დესერტია"

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონამ“ „ტოტენჰემს“ „უემბლიზე“ 4:2 სძლია და „ინტერთან ერთად ჯგუფს ლიდერობს.

მატჩის გმირი რა თქმა უნდა ლეო მესი გახდა, რომელმაც დუბლთან ერთად ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა და გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მატჩის შემდეგ ლეომ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი წლევანდელ სეზონში ტრებლის მოგებას გეგმავს.

„ჩემპიონთა ლიგა ყველასთვის მარწყვის დესერტია, თუმცა თუ თქვენ მისი მოგება გსურთ ჩემპიონატშიც და თასზეც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იმყოფებოდე.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რომელიმე ტურნირი უყურადღებოდ დავოტოვოთ. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია, თუმცა ლა ლიგასა და სამეფო თასზეც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ვიცოდით, რომ ჩვენს ბოლოდროინდელ თამაშზე კითხვის ნიშნები იყო. არასდროს არის მარტივი ითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად და მითუმეტეს ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.

შეხვედრა შესანიშნავად ჩავატარეთ, პირველი ტაიმი განსაკუთრებული იყო. საბოლოოდ ჩვენ ის შედეგი მივიღეთ, რომელიც გვსურდა რომ მიგვეღო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები