ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორია
ბაქოში მიმიდნარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ძიუდოისტი კორეელ გუამ ჩოსთან დამატებით დროში დამარცხდა.
ფინალურ ეტაპამდე ლიპარტელიანმა 4 მეტოქეს ფრანგ ალექსანდრ იდირს , მასპინძელ ელმა გასიმოვს , ეგვიპტელ რამადან დარვიშსა და მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს მოუგო.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე 2 მედალია. შეგახსენებთ , რომ ბრინჯაოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი გახდა.
ხვალ პრიზიორები +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
საქართველოს სახელით კი გურამ თუშიშვილი იასპარეზებს.