ჯოშუამ პოვეტკინი ნოკაუტში ჩააგდო! რუსს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
გადაჭედილ "უემბლიზე" დიდი ჯახი შედგა - ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 4 ვერსით (IBO, WBA, IBF, WBO) შეინარჩუნა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინი ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საწყის რაუნდებში ფავორიტის გამოყოფა რთული იყო.
თითქოს პოვეტკინი უფრო მეტად აქტიურობდა, თუმცა მე-4 რაუნდიდან მას დაღლა დაეტყო.
ჯოშუამ ბრძოლა უფრო დამაჯერებლად განაგრძო და მისი დარტყმები პოვეტკინს ნელ-ნელა ბოლოს უღებდა.
მე-7 რაუნდში ჯოშუას მძიმე და ზუსტი ორმაგი დარტყმის შემდეგ პოვეტკინი ძირს დაეცა. რუსმა წამოდგომა მოახერხა, თუმცა კიდევ ორი დარტყმა მიიღო და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
ეს იყო ალექსანდრ პოვეტკინის 37-ე ბრძოლა პროფესიულ რინგზე და ის კარიერაში ნოკაუტით პირველად დამარცხდა.
თავის მხრივ, ენტონი ჯოშუას კარიერაში სულ 22 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მათგანი მისი გამარჯვებით დასრულდა. აქედან 21 მან ნოკაუტით მოიგო.