ევროპა ლიგა - პირველი ტური
Aa
Aa

ევროპა ლიგა - პირველი ტური

გუშინ სტარტი ევროპა ლიგის გათამაშებამ აიღო. პირველი ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ტურნირის ფავორიტებმა, "ლონდონის ჩელსიმ" და "არსენალმა" მნიშვნელოვანი გამარჯვებები მიითვალეს. სტივენ ჯერარდის "რეინჯერსმა" "ვილიარეალთან" ბოლომდე იბრძოლა და ქულა მოიპოვა, ხოლო "ზალცბურგმა" "რედ ბულის" მფლობელობაში მყოფი გუნდების ჯახში იმარჯვა.

„არსენალმა“ 2018-19 წლების სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 6 შეხვედრა ჩაატარა და აღნიშნულ მატჩებში ჯამში 25 გოლი გავიდა. „მეთოფეებმა“ 14 ბურთი შეაგდეს და 11 მიიღეს. ლონდონელების მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში საშუალოდ 4.2 გოლი გადის.

„ბეტისს“ ევროპა ლიგის ეგიდით ჩატარებული უკანასკნელი 9 შეხვედრიდან 6-ში გოლი არ გაუშვია.

„ჩელსის“ უკანასკნელ 15 შეხვედრაში ვილიანმა 10 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

უნაი ემერის ევროპა ლიგაზე 32-ე გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

„ჩელსის“ უკანასკნელი მთავარი 10 მწვრთნელიდან ევროპულ ტურნირებზე გამართული სადებიუტო მატჩის მოგება ყველამ მოახერხა. უკანასკნელი, ვინც მსგავსი რამ ვერ შეძლო კლაუდიო რანიერი გახლდათ. იტალიელი სპეციალისტის დამოძღვრილმა კოლექტივმა 2000 წლის სექტემბერში „სტ. გალენთან“ 0-2 წააგო.

„ემირეითს სტედიუმზე“ ობამეიანგმა ყველა ტურნირის ეგიდით მონაწილეობა 12 გოლში მიიღო. გაბონელის ანგარიშზე 9 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

სანტი კაზორლამ „ვილიარელის“ მაისურით საგოლე გადაცემა მიითვალა, ბოლოს ასეთი რამ 2016 წელს, „ლუდოგორეცთან“ მატჩში დაფიქსირდა.

„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული 7 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს. იტალიელმა „ნაპოლიში“ ყოფნისას 6-ში იმარჯვა, რასაც „პაოკთან“ მოპოვებული სამი ქულა მიამატა.

2012 წლის 8 ნოემბრის შემდეგ ევროპა ლიგის ტურში 2 ან მეტი გოლის გატანა ბუნდესლიგის სამმა გუნდმა პირველად მოახერხა.

„რენმა“ უეფას თასის და ევროპა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში პირველი მოგება მიითვალა. ფრანგებს აქამდე 14 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. 5 ფრე, 9 წაგება.

„ბეტისმა“ 2018-19 წლებში ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 5 შეხვედრაში 1 გოლი გაუშვა და 3 მიიღო. შარშან ეს მაჩვენებელი 6 გატანილი და 7 მიღებული ბურთი გახლდათ.

გუშინ ბანეგამ „სევილიას“ მაისურით პირველი დუბლი შეასრულა. ორი ბურთის შესაგდებად არგენტინელს 155 მატჩი დასჭირდა.

კარლოს ბაკას „რეინჯერსის“ კარის ასაღებად 45 წამი დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები