ისევ იგივე! - ბალოტელიმ ნორმალურ წონას 15 კგ.-ით გადააჭარბა!
Aa
Aa

ისევ იგივე! - ბალოტელიმ ნორმალურ წონას 15 კგ.-ით გადააჭარბა!

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ცნობით, მარიო ბალოტელიმ სანაკრებო შეკრებისას წონა კიდევ უფრო მოიმატა და ახლა 100 კილოგრამს იწონის, რაც ნორმაზე ბევრად მეტია.

28 წლის ფეხბურთელის ასაკისა და სიმაღლის მიხედვით, მისი წონა 75-დან 85 კგ.-მდე უნდა იყოს.

ბალოტელის ლიგა 1-ის პირველ ტურში „რეიმსი“-ს წინააღმდეგ არ უთამაშია, რისი მიზეზიც ზაფხულის არდადეგების შემდეგ, არასათანადო სპორტულ ფორმაში ყოფნა იყო.

„ნიცა“-ში ამ პრობლემაზე რამდენიმე კვირაა მუშაობენ, თუმცა ტანმაღალ ფორვარდს არც ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ უშველა. ამ სანაკრებო პაუზისას, ბალოტელის წონაზე ყურადღება არიკო საკიმ და ზიბი ბონიეკმაც გაამახვილეს.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ბალოტელის წონის პრობლემა შეექმნა. 2015-2016 წლებში სინიშა მიხაილოვიჩი აცხადებდა, რომ ბალოტელის დიეტა უნდა დაეცვა, რათა სათანადო კონდიციები დაებრუნებინა.

მარიო ბალოტელი პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ, „სკუადრა აძურა“-ს ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთამდე ითამაშა. მას საფრანგეთის ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები