მარსელო:
Aa
Aa

მარსელო: "ეს ყველაფერი სასაცილოა, მე აქ კიდევ დიდი ხნით დარჩენას ვგეგმავ"

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა განაპირა მცველმა მარსელომ რეალ მადრიდ ტივისთან საუბარში თავის მომავალთან დაკავშირებით არსებულ გაუგებრობას წერტილი დაუსვა.

„არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დიდ ყურადღებას იმსახურებს. რეალში ბედნიერი ვარ, ეს ჩემი სახლია და კონტრაქტის მიხედვით კიდევ ბევრი წელი დამრჩა სათამაშო.

„რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და მე მოედანზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ.

ხალხი სოციალურ მედიაში ჩემი მომავლის შესახებ ჭორებს წერს. ეს ყველაფერი სასაცილოა, მე აქ კიდევ დიდი ხნით დარჩენას ვგეგმავ“.

შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესა მარსელოს „იუვენტუსში“ გადასვლას აანონსებდა და ტრანსფერის მთავარ ინიციატორად კრიშტიანო რონალდუს ასახელებდა. როგორც ჩანს, ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები