სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "პოგბას მისაღებად ყოველთვის მზად ვართ"

„ბარსელონას“ 31 წლის ურუგვაელომა ფორვარდმა ლუის სუარესმა რაკ ერთთან ინტერვიუში პოგბას შესაძლო შეძენაზე, გრიზმანის ჩაშლილ ტრანსფერსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„პოგბა ელიტარული ფეხბურთელია. მან ყველაფერი მოიგო. მას დიდი გამოცდილება აქვს და იგი „იუნაიტედის“ საკვანძო მოთამაშეა.

ვფიქრობ მას გაცილებით მეტის მოგება სურს, ვიდრე ახლა აქვს. ის ჯერჯერობით „ბარსას“ მოთამაშე არ არის, მაგრამ მის მისაღებად ყოველთვის მზად ვართ.

რაც შეეხება გრიზმანს, მისი გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მან ოჯახთან ერთად იმსჯელა და „ატლეტიკოში“ დარჩენა გადაწყვიტა. მისი არჩევანი პატივისცემას იმსახურებს.

ბევრი ამბობდა, რომ გრიზმანის მოსვლის შემთხვევაში მე კლუბს დავტოვებდი. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს ხმები საიდან გავრცელდა.

არსად წასვლას არ ვგეგმავ. „ბარსელონაში“ იქამდე ვითამაშაებ სანამ ჩემი შესაძლებლობები კლუბის დონეს დააკმაყოფილებს.

ეს რთული თემაა, არც კი ვიც „კამპ ნოუს“ შემდეგ სად უნდა ვითამაშებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები