ზაზა ნადირაძე კაშიას სამკლაურზე: "ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი"
ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მე-4 ადგილოსანი ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ხმამაღალ განცხადებას აკეთებს.
ნადირაძემ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა და ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა ბოლო დროს აქტუალურ თემას, გურამ კაშიას LGBT სამკალურის გაკეთებას შეეხო.
- დღეს ყველა ფეხბურთელი გურამ კაშიაზე ლაპარაკობს, რომელმაც ლგბტ თემის სოლიდარობის ნიშნად მათი სიმბოლოს გამომხატველი სამკლაური გაიკეთა, მას უეფა-მ ამ საქციელის გამო თანასწორობის ჯილდო გადასცა, თუმცა სამშობლოში საზოგადოების ნაწილმა ამ ნაბიჯისთვის შერისხა. იზიარებთ თუ არა მის სულისკვეთებას?
ზაზა ნადირაძე: გურამს არ ვიცნობ, მისი პირადი მოსაზრებები არ ვიცი. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, იმ სამაჯურს, თუ რაც არის, სიმბოლო, რაც ხელზე გაიკეთა, ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი. ითხოვენ აქ ზედმეტ უფლებებს და თავზე გვასხდებიან. ავადმყოფები არიან და აჯობებს, იმკურნალონ! მე მხარს არ ვუჭერ მათ დროშას და არც მათ მომხრეებს.
- ამ წუთში თქვენ ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებთ და მზად იყავით, რომ ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვება.
ზაზა ნადირაძე: თუ დაწერთ, დააკონკრეტეთ, რომ სიძულვილის ენით არ ვსაუბრობ!